- პროექტის სახელი:გლობალური დათბობა.
- პროექტის მოკლე აღწერა:გლობალური დათბობის შესახებ მასალების მოძიება.
- პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად,1–ი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ინტერნეტიდან და წიგნებიდან გლობალური დათბობის გამომწვევი მიზეზების შესახებ. მე–2 ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ინტერნეტიდან და წიგნებიდან გლობალური დათბობით გამოწვეული კატასტროფების შესახებ.მე–3 ჯგუფი მოიძიებს და ფირზე აღბეჭდავს იმ ფაქტებს სადაც ნათლად ჩანს ადამიანის უდიერი დამოკიდებულება ბუნებისადმი. მე–4 ჯგუფი თანამშრომლობს საქართველოში არსებულ სპეციალურ კვლევის ცენტრებთან, ლაბორატორიებთან, საავადმყოფოებთან. მოიძიებენ ინფორმაციას ბოლო წლების განმავლობაში ატმოსფეროს შემადგენლობის ცვლილებასთან და ამ ფონზე საქართველოში გახშირებული დაავადებების შესახებ. მე–5 ჯგუფი ქმნის პლაკატებს და გეგმავს ღონისძიებებს სათაურით–"შევიტანოთ ჩვენი წვლილი სამყაროს გადარჩენაში".
- მოსწავლეთა ასაკი:15–16 წელი
- ხანგრძლივობა: 6 თვე
- პროექტის შესაძლო აქტივობები:ინტერნეტში მუშაობა, სურათების გადაღება, წიგნებთან მუშაობა, კვლევის ცენტრებთან,ლაბორატორიებთან და საავადმყოფოებთან თანამშრომლობა.
- მოსალოდნელი შედეგები: მოიძიებს ინფორმაციას ლოკალურ გარემოში არსებული დამაბინძურებელი ნივთიერებების შესახებ. სქემატურად გამოხატავს ეკოსისტემაში ამ ნივთიერებათა მიმოქცევას და დაგროვებას. მსჯელობს ფოტოსინთეზის მნიშვნელობაზე. იკვლევს გარემო ფაქტორების ზეგავლენას ორგანიზმის ჯანმრთელობაზე. მსჯელობს მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების გზებზე.
- სამუშაო ენა: ქართული
- სარგებელი სხვებისთვის:გამოიწვევს მოსწავლეთა დაინტერესებას, გაეცნობიან ინფორმაციებს გლობალური დათბობის შესახებ, გაიგებენ თუ რა საფრთხეს უქადის იგი დედამიწას, შესაბამისად მეტი ყურადღებით მოეპყრობიან ბუნებას.
- საგნებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ბიოლოგია,ეკოლოგია,გეოგრაფია,ქიმია.
- პროექტის ავტორი:თამილა ფაცურია
- ავტორის ელ.ფოსტა:tamilafacuria@gmail.com
- პროექტის ბლოგი:www.tamilafacuria.blogspot.com
суббота, 15 мая 2010 г.
პროექტი: გლობალური დათბობა.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий